გაუთხოვარი ორსული ქალების თავშესაფრის ეზოში 796 ჩვილი ბავშვის ნეშტი აღმოაჩინეს
1750268141
თვითმმართველობის არჩევნები არის ის პოლიტიკური კონსტიტუციით გათვალისწინებული დღის წესრიგი, რომელიც საქართველოში არის განსახორციელებელი და ბუნებრივია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბოლომდე დავიცვათ კონსტიტუციური და კანონისმიერი დანაწესი და მშვიდ, წყნარ ვითარებაში ჩატარდეს თვითმმართველობის არჩევნები, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებში 64-ე მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს.
„მინდა სრული დარწმუნებით ვთქვა, რომ 64-ე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს თუნდაც იმ რეიტინგებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს არსებობს.
რაც შეეხება სამართლებრივ პროცესსა და იმას, რომ გიორგი გახარიას პარტია აპირებს არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, ეს არის ამ სიტუაციის პოლიტიკური მდგენელი, მაგრამ არსებობს სამართლებრივი მდგენელი, რომელსაც ვერსად გავექცევით.
ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც კანონის უზენაესობა არის პრიორიტეტი, ბუნებრივია სამართლებრივ საკითხებს ადეკვატურად უდგებიან და ასეა საქართველოს შემთხვევაშიც. როდესაც არსებობს კონკრეტული საქმე კონკრეტული მოთხოვნით, აუცილებელია სამართლებრივად გაეცეს პასუხი“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას კიდევ ერთხელ იბარებენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ოქტომბრის პირველ შაბათს – 4 ოქტომბერს გაიმართება.
ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090