ავარია ავტობანზე - ტრაილერი საგზაო კომპანიის თანამშრომლებს დაეჯახა
1754482891
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი მამუკა ხაზარაძის მიერ გერმანიის ელჩისთვის სახლის მიქირავების საკითხს ეხმაურება. დეპუტატი „ლელოს“ ლიდერს თაღლითს უწოდებს და აღნიშნავს, რომ გაჩენილ კითხვებზე პასუხია გასაცემი.
„თაღლითი ყველგან თაღლითია. გადასახადების დამალვა ხდებოდა სახელმწიფოსთვის. იმ პირის მიერ, რომელიც გადასახადების გადახდის, პროცენტების და ძირი თანხის გადახდა-გადაუხდელობის, ჯარიმების გადახდა-გადაუხდელობის საკითხში, რასაც TBC ბანკი მუდმივად აკეთებდა და არავის არაფერს პატიობდა, უნდა იყოს და არის კიდევ ძალიან განსწავლული. როგორ წარმოგიდგენიათ, ამხელა ევროკავშირის წევრი გერმანიის ელჩი, რომელიც საქართველოში წინასაარჩევნოდ ქირაობს ფართს ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენლისგან, არც გადასახადებს იხდის და მერე დგას და დაჰყვება ქვეყნის მასშტაბით რაღაც აქციებზე. პასუხია ამ ყველაფერზე გასაცემი, რაც, სამწუხაროდ, პასუხის ნაცვლად გვაქვს თითიდან გამოწოვილი რაღაც არგუმენტები, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს“, - აცხადებს მათიკაშვილი.
ანტიკორუფციულმა ბიურომ გერმანიის ელჩთან ქირავნობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის ქონებრივი დეკლარაციის შესწავლა დაიწყო. პარალელურად, მამუკა ხაზარაძის ოჯახსა და გერმანიის საელჩოს შორის არსებულ საიჯარო ურთიერთობაზე მოკვლევას ატარებს შემოსავლების სამსახური.