ვაგზლის მოედანზე სახლი ჩამოინგრა - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1752507527
20 ივნისის ქმედებებზე, ბუნებრივია, პასუხისმგებელი არის ის თანამდებობის პირი, ვინც დაგეგმა საპოლიციო ღონისძიება, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა 2019 წლის 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით.
მისი განცხადებით, ალბათობა იმისა, რომ გატარებული ღონისძიებების არგამოყენების შესაძლებლობის ალბათობა კვლავ ღიაა.
„20 ივნისის ქმედებებზე, ბუნებრივია, პასუხისმგებელი არის ის თანამდებობის პირი, ვინც დაგეგმა საპოლიციო ღონისძიება. ჩვენ ამავდროულად რა თქმა უნდა, ვნახეთ ის ძალმომრეობა, რომელიც იყო საქართველოს პარლამენტის შენობასთან, მაგრამ იყო ის ღონისძიებები გამოყენებული, რომელთა არგამოყენების ალბათობა როგორც სტრასბურგის გადაწყვეტილებით, ასევე იმ გამოძიებით, რომელიც ამ გადაწყვეტილების შემდგომ არის დაწყებული, არის ღია და ნათელი. ამ ყველაფერში, ბუნებრივია, ამ შინაგან საქმეთა მინისტრი ვინც იყო - გიორგი გახარია, პასუხისმგებლობაც მისია”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
პროკურატურის ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.