დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
1748357608
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეებს ფოთში უმასპინძლებს.
ღონისძიება ცენტრალურ მოედანზე 12:00 საათიდან დაიწყება. მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება დაათვალიეროს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თემატიკაზე შექმნილი ისტორიული ინსტალაციები, სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ წარმოდგენილი იქნება საგამოფენო და საინფორმაციო სტენდები, სპეცტექნიკა და აღჭურვილობა.
ადგილზე მოსულ სტუმრებს, საშუალება ექნებათ დაათვალიერონ სასაზღვრო პოლიციის ახალი ვერტმფრენი და სპეცტექნიკა.
გაიმართება კონცერტი და ასევე მოწყობილი იქნება ადგილობრივი მეწარმეების კვებისა და ხელნაკეთი ნივთების სივრცე. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებისთვის არაერთი საინფორმაციო-შემეცნებითი აქტივობაა დაგეგმილი, მოწყობილი იქნება გასართობი სივრცეები.