1749577630
ჩვენთვის ნატო-თან ურთიერთობის ფორმა არის მნიშვნელოვანი, რომელზეც არასდროს გვითქვამს უარი, ჩვენი კონსტიტუციით განსაზღვრულ საგარეო მიმართულებას არ ვცვლით - გია ვოლსკი

გუშინდელი განცხადება ნატო-ს წევრი ქვეყნების პოზიტიურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს, ნატო-ს თავისი სტრატეგიული ინტერესები გააჩნია და დღესდღეობით, ეს სტრატეგიული ინტერესები მნიშვნელოვანწილად არის გამოხატული იმ საომარ დაპირისპირებაში, რომელიც ევროპაში მიმდინარეობს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ ახლო აღმოსავლეთშიც, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი უზრუნველყოფდეს საქართველოს უსაფრთხოებას, სტაბილურობას და აგრესიული რუსეთის მოქმედებების განსაპირობებლად წითელი ნაჭერი არ იყოს აფრიალებული. ჩვენთვის ნატო-თან ურთიერთობას საგანგებო მნიშვნელობა აქვს და არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ყველაზე, მათ შორის წევრ ქვეყნებზე მეტი რესურსი გაგვაჩნია, რათა ერთად ვიზრუნოთ საერთაშორისო უსაფრთხოებაზე. საქართველოს უსაფრთხოებისთვის ნატო-ს წევრობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ საკითხის ცალსახად განხილვა ასე ადვილი არ არის, თუმცა იმედი გვაქვს, მომავალში დიდი ძალები გარკვეულ პრინციპებზე შეთანხმდებიან, რაც მსოფლიოში უსაფრთხოებას გულისხმობს. ჩვენთვის ნატო-თან ურთიერთობის ფორმა არის მნიშვნელოვანი, რომელზეც არასოდეს უარი არ გვითქვამს. ჩვენ ჩვენი კონსტიტუციით განსაზღვრულ საგარეო მიმართულებას არ ვცვლით“, – განაცხადა ვოლსკი.
ნატო-ს სამეკავშირეო ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „ნატო მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის და შემდგომი სამიტების გადაწყვეტილებებს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი“.