დილის მავნე ჩვევები - რისი გაკეთება არ შეიძლება გაღვიძების შემდეგ
1735153103
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია ევროკომისიის 2023 წლის თანმიმდევრულობის ინდექსს ეხმაურება, სადაც საქართველომ შეფასების 100-ბალიანი სისტემით 53,84 ქულა მიიღო და 33-ე ადგილიდან საუკეთესო ოცეულში, მე-12 პოზიციამდე დაწინაურდა.
„კიდევ ერთი კვლევა, სტატისტიკური მონაცემი ამსხვრევს იმ არაობიექტურ და დესტრუქციულ ნარატივს, რასაც ვისმენთ ოპოზიციისგან და მათი ლობისტებისგან და პატრონებისგან. ჩვენი მეგობრებისთვის, პარტნიორებისთვის ბევრჯერ მოგვიწოდებია და ახლაც მოვუწოდებთ, რომ სანამ გააკეთებენ არაობიექტურ განცხადებას, მინიმუმ გაეცნონ საერთაშორისო მნიშვნელოვანი ორგანიზაციის კვლევებს და შემდეგ გააკეთონ განცხადება ჩვენს ქვეყანასთან და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიასთან მიმართებაში“, - აღნიშნა კირცხალიამ.
თანმიმდევრული განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა.