1740388520
ჩვენმა ამომრჩეველმა სალომე ზურაბიშვილს ხმა „ქართული ოცნების“ ხათრით მისცა - ლევან მაჭავარიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურების ხელახლა დაწყებაზე

ყველას კარგად მოგვეხსენება, როგორ რთულად განვითარდა სალომე ზურაბიშვილის არჩევნები, მეორე ტურში ჩვენი ლიდერების ბანერები იყო გამოკრული, რაც გაითვალისწინა ჩვენმა ამომრჩეველმა და ასე ვთქვათ ჩვენი ხათრით მისცეს სალომე ზურაბიშვილს ხმა, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
„ჩვენ ვალდებულები ვართ ჩვენს ამომრჩეველთან და ამ ნაბიჯით ჩვენი ამომრჩეველი იმას დაინახავს, რომ მას საკადრისი პასუხი გავეცით“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
მმართველი პარტია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურებს ხელახლა იწყებს. აღნიშნულის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.