პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჩვენი ქვეყანა ნინოს გზას გადის, ეკლიანს და მტკივნეულს. გარედან მართული ოპოზიცია აგრძელებს ქვეყნის რყევას. მათ ძალაუფლება სჭირდებათ იმისთვის, რომ ჩვენს სულში სხვებს ხელები აფათურებინონ, საკუთარ ოჯახში სტუმარი ათავკაცონ,’’ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, ახალციხეში სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს, როდესაც პირდაპირ, დაუფარავად, ურცხვად ებრძვიან სარწმუნოებას, სამცხე-ჯავახეთი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება უფლის რწმენით, ცხოვრობდნენ სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლები და ერთად აშენებდნენ მშვიდობიან და წარმატებულ საქართველოს.
მისი თქმით, ისტორია და სარწმუნოება არის ის ორი უმტკიცესი საყრდენი, რომელსაც ყოველთვის ეყრდნობოდა და კვლავაც დაეყრდნობა ჩვენი საზოგადოება.
,,მოგესალმებით საქართველოს ძირძველ კუთხეში, რომელიც ჩვენი ქვეყნის თვითშეგნების, რწმენისა და კულტურის ნიშანსვეტად აქცია ისტორიამ.
თითქმის ყველაფერი, რითაც ვამაყობთ, ამ მხარესთანაა დაკავშირებული - სამშობლოსთვის თავდადებული გმირები, წმინდა ნინოს გზა, ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი ვეფხისტყაოსანი, ჩვენი ოპიზრები, უძველესი და გამოუცნობი მეგალითური ნაგებობები - ყველაფერი, რაც სიამაყით გვავსებს, ამ კუთხესთანაა გაიგივებული.დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის სულიერი საყრდენი კიდევ ერთხელ დადგა სასიცოცხლო საფრთხის პირისპირ, სად, თუ არა აქ, სამცხე-ჯავახეთში უნდა მივაპყროთ ჩვენი მზერა ჩვენს ისტორიას, რომელიც, როგორც ილია ამბობდა, ასაზრდოებს ჩვენს აწმყოს და შობს ჩვენს მომავალს. დღეს, როდესაც პირდაპირ, დაუფარავად, ურცხვად ებრძვიან ჩვენს სარწმუნოებას, საქართველოს ეს კუთხე არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება უფლის რწმენით, სიყვარულით, ერთმანეთის თანადგომით ცხოვრობდნენ სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლები და ერთად აშენებდნენ მშვიდობიან და წარმატებულ საქართველოს. ისტორია და სარწმუნოება არის ის ორი უმტკიცესი საყრდენი, რომელსაც ყოველთვის ეყრდნობოდა და კვლავაც დაეყრდნობა ჩვენი საზოგადოება. სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენი ავის მსურველნი ცდილობენ ისტორიის გადაწერას და რწმენის შერყევას. უპირისპირდებიან ყველაფერს რაც ძვირფასია, უნიკალური და თვითმყოფადი. მათი მიზანია ფესვებს მოწყვიტონ ადამიანი და სულიერად გამოაცარიელონ. რადგან გათითოკაცებული, ეროვნული მეხსიერების გარეშე დარჩენილი ერი სახეს კარგავს, და ის აღარც არის ერი. იდენტობა დაკარგული ხალხი კი ადვილი სამართავია,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, სიტყვით გამოსვლისას ასევე, ისაუბრა იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც საქართველოა.
,,ძალა, რომელიც დღეს ჩვენ გვებრძვის, გაცილებით დიდია ვიდრე ჩვენი უნიათო ოპოზიცია. ეს არის იდეოლოგია, რომელიც მშვიდობის სახელით მოგვიწოდებს ომისკენ, ტოლერანტობის სახელით ებრძვის სარწმუნოებას, ინდივიდის სახელით ანადგურებს ადამიანს. თავისი არსით ეს არის თანამედროვე ბოლშევიზმი, რომლის პირველი სამიზნე ჩვენი რწმენა და ჩვენი ისტორიაა. კარგად ხედავთ, როგორი კამპანია აქვთ გაჩაღებული შობის დღესასწაულის თარიღთან დაკავშირებით, როგორ ებრძვიან ხატებს, როგორ ცდილობენ ჩვენი დედაეკლესიის დაზიანებასა და სახელის გატეხას.
იგივე ხდება, როდესაც ცდილობენ, რომ გადაგვიწერონ ჩვენი ისტორია. მეფე ერეკლე მოღალატედ გამოგვიცხადონ; ფაშიზმთან ნაბრძოლ გმირებს გამარჯვების საზეიმოდ ახალი თარიღი დაუდგინონ; საბჭოთა დროს ჩვენი მშობლების, მათი მშობლების ნაშრომს ხაზი გადაუსვან, მათ კი ყავლგასული თაობა უწოდონ. არადა, სწორედ ჩვენი მშობლების თაობის დაუღალავი შრომის, ადამიანობის, გამბედაობის წყალობით გვაქვს ის ყველაფერი, რამაც შეგვაძლებინა ქართული სახელმწიფო ჩამოგვეყალიბებინა და მისი დამოუკიდებლობით გვეამაყა.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ხის სიმაღლე მისი ფესვებიდან იზომება, რომ ჩვენ ჩვენი წინა თაობების მხრებზე ვდგავართ. მხოლოდ ასე, მშობლების და წინაპრების პატივისცემით და მათი ღვაწლის სათანადო დაფასებით შევძლებთ მომავლისთვის თვალის გასწორებას და საქართველოს ისტორიის ღირსეულად გაგრძელებას. საქართველოს, მომავლის საძიებლად, არ სჭირდება უწარსულო მაწანწალასავით უმიზნოდ ხეტიალი. ჩვენი მომავალი ჩვენსავე წარსულშია ჩაბეჭდილი, რომელმაც გამოწრთო, დააბრძენა და დააღვინა ჩვენი ერი საიმისოდ, რომ დინჯად და თანმიმდევრულად აშენოს მშვიდობიანი ხვალინდელი დღე. კარგად ვხედავთ, რომ ისტორიის, ჩვენი წინა თაობის, დამსახურებული ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლამ ოპოზიცია დაუპირისპირა ქართველ ხალხს და ქართულ საზოგადოებას. ოპოზიციის თითოეული ძალადობრივი აქტი, მათ მიერ შეურაცხყოფილი თითოეული ხატი თუ პატივსაცემი ადამიანი, იმაზეა გათვლილი, რომ საზოგადოება დაცარიელდეს სულიერად, გონებრივად, კულტურულად. გაქრნენ მორალური ავტორიტეტები, მოიშალოს საზოგადოებრივი ფუნდამენტი, ოჯახი აღარ ოჯახობდეს, უფროსი თაობა აღარ იყოს პატივსაცემი, უარი ვთქვათ საკუთარ ისტორიაზე,’’ აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 26 ოქტომბერს გადაწყდება ღირსეულად გავაგრძელებთ ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიას, თუ ვიქცევით სხვათა ნების შემსრულებელ პერიფერიად.
დღეს ჩვენი ქვეყანა ნინოს გზას გადის - ეკლიანს, მტკივნეულს, განსაცდელებით სავსეს. გარედან მართული ოპოზიცია აგრძელებს ქვეყნის და საზოგადოების რყევას. ყველა კარგად ვხედავთ მათ ცალყბად წარმოებულ საარჩევნო კამპანიას. ისინი თავს აწონებენ უცხოელებს და არა საქართველოს მოქალაქეებს, იმიტომ რომ მათ ძალაუფლება სჭირდებათ არა ქართველი ხალხის ნების გასატარებლად, არამედ იმისთვის, რომ ქართველი ხალხი სხვა ხალხების ინტერესებს დაუქვემდებარონ, ჩვენს სულში სხვებს ხელები აფათურებინონ, საკუთარ ოჯახში სტუმარი ათავკაცონ, ჩვენი სისხლით მოპოვებული დამოუკიდებლობა წითელ ხალიჩაზე გაცვალონ.
ამიტომ არის 26 ოქტომბერი დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმი. ამიტომ გადაწყდება 26 ოქტომბერს, ღირსეულად გავაგრძელებთ ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიას, თუ ვიქცევით სხვათა ნების შემსრულებელ პერიფერიად. ამიტომ უნდა ისმოდეს 26 ოქტომბერს სოფლად და ქალაქში, მთაში და ბარში, აღმოსავლეთში და დასავლეთში, ჩვენი მთავარი პირობა: მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ! ღმერთი იყო ჩვენი სამშობლოს მფარველი!’’, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.