ვის და რა შემთხვევაში შეუძლია საპენსიო დანაზოგის ნაადრევად გამოტანა
1770839330
რიგით მეორე შეხვედრა - დღეს საკანონმდებლო ორგანოში ხილ-ბოსტნეულისა და წვენების კომპანიების წარმომადგენლებს ელოდებიან.
წინა შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ კომისია პარლამენტის თავმჯდომარეს, ფასების შესწავლის პროცესში ჩასართავად, საერთაშორისო კომპანიის მოწვევის ინიციატივით მიმართავს. კომპანიამ უნდა შეისწავლოს გამოწვევები და გასცეს რეკომენდაციები.
ამ ეტაპზე, საუბარია მხოლოდ საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების სექტორის შესწავლაზე.
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, კომისიის მთავარი მიზანია , სწორად მოხდეს იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რომელიც ფასნამატის ზრდას იწვევს.
"მიზანია, რომ მწარმოებლებთან გვქონდეს ღია დისკუსია, სწორი იდენტიფიცირება მოხდეს იმ პრობლემების, რომელიც იწვევს ფასნამატის ზრდას. განვიხილავთ ბიზნეს პროცესებს, შევაფასებთ რისკებს, რა საოპერაციო ხარჯები არის ბიზნესში, რომელიც განაპირობებს მაღალ ფასს.
ჩვენი მიზანია, რომ სწორად მოხდეს პრობლემების იდენტიფიცირება, რაც სწორი ანალიზის გაკეთების საშუალებას მოგვცემს. სწორი ანალიზის საფუძველზე ავამოქმედოთ ყველაზე ქმედითი მექანიზმები, რომელიც, საერთო ჯამში, მიგვიყვანს ბიზნეს პროცესები ეფექტიანობისკენ, კონკურენციის გაუმჯობესებისკენ", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.