ჩვენი ინტერესია, პარტნიორებთან ურთიერთობები გავაღრმავოთ და თუ ამ გზაზე რაიმე ხელოვნური დაბრკოლება არსებობს, უმოკლეს ვადებში მოვხსნათ - ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი

ჩვენი ინტერესია, პარტნიორებთან ურთიერთობები გავაღრმაოთ და თუ ამ გზაზე რაიმე ხელოვნური დაბრკოლება არსებობს, ეს დაბრკოლებები უმოკლეს ვადებში მოვხსნათ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის მთავრობის ამბიციური გეგმაა, საქართველო 2030 წლისთვის ყოველმხრივ მზად იყოს ევროკავშირში წევრობისთვის, იქნება ეს კანონების ჰარმონიზაცია, ეკონომიკა თუ ინსტიტუტების მდგრადობა.

„ჩვენი ამბიციური გეგმაა, რომ საქართველო 2030 წლისთვის ყოველმხრივ მზად იყოს ევროკავშირში წევრობისთვის, ეს იქნება კანონების ჰარმონიზაცია, ეკონომიკა თუ ინსტიტუტების მდგრადობა. დარწმუნებულები ვართ, ასეც იქნება. მაკა ბოჭორიშვილი კარგად იცნობს არა მხოლოდ ევროინტეგრაციის მიმართულებას, არამედ საქართველოს საგარეო პოლიტიკას. მისი მიღწევები მოლოდინს გვიჩენს, რომ თავის საქმეს მაღალ დონეზე შეასრულებს. ჩვენი ინტერესია, პარტნიორებთან ურთიერთობები გავაღრმაოთ და თუ ამ გზაზე რაიმე ხელოვნური დაბრკოლება არსებობს, ეს დაბრკოლებები უმოკლეს ვადებში მოვხსნათ. მოლოდინი მაქვს, მაკა ბოჭორიშვილი ამ დაბრკოლებებს უახლოეს მომავალში მოხსნის და შესაძლებლობა გვექნება, წინ წავიწიოთ როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირთან“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.