დაწესდება მაღალი ჯარიმები! - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
1749498140
ჩვენ ეს ეტაპი არჩევნებში მონაწილეობა/არმონაწილეობასთან დაკავშირებით უკვე გავლილი გვაქვს და უკან დაბრუნებას ნამდვილად არ ვაპირებთ, ახლა ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა ნეიტრალური, არაპარტიული, არაპოლიტიკური კანდიდატების ირგვლივ მსჯელობა,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
ბუჩუკურის თქმით, პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ აქვს თავისი გეგმა, რომელსაც მშვიდად მიყვება.
„ნაციონალური მოძრაობის“ არანაირ განცხადებას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, რაც უნდათ ის უქნიათ, როგორც უნდათ ისე ლანძღონ დანარჩენები. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ეს ეტაპი გავლილი გვაქვს მონაწილეობა/არმონაწილეობასთან დაკავშირებით. ორი თვეა, საზოგადოებამ იცის ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ. ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ლელო“. იმედი მაქვს, რომ რაციონალურად მიიღებენ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება კანდიდატებს, ჩვენ ბევრად წინ ვართ. ჯერ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ამ პარტიებმა“, – განაცხადა ბუჩუკურმა.