ჩვენ ვხედავთ თავისუფალ მედიაზე ზეწოლას. ვიხილეთ საშინელი კადრები, როგორ ავიწროებენ ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორს, ფიზიკურ ძალადობამდეც კი მივიდა საქმე - ეკა სეფაშვილი

 ეკა სეფაშვილი

ჩვენ ვხედავთ თავისუფალ მედიაზე ზეწოლას. ვიხილეთ საშინელი კადრები, როგორ ავიწროებენ ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორს, ფიზიკურ ძალადობამდეც კი მივიდა საქმე, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბარში საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

დეპუტატი ტელეკომპანია „იმედის" გადამღები ჯგუფის მიმართ რადიკალური ოპოზიციის აქციაზე მყოფების მხრიდან თავდასხმას და შეურაცხყოფებს გამოეხმაურა.

„ჩვენ ვხედავთ თავისუფალ მედიაზე ზეწოლას. ვიხილეთ საშინელი კადრები, როგორ ავიწროებენ ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორს, ფიზიკურ ძალადობამდეც კი მივიდა საქმე. როგორ ჰგონიათ, ეს არის ევროპული ღირებულებები, ან ამას გულისხმობს ევროინტეგრაცია?! მათ რომ ხელისუფლების რაიმე ბერკეტი გააჩნდეთ, რას უზამდნენ ან თავისუფალ მედიას, ან ხალხს და ზოგადად, რას დამართებდნენ ქვეყანას“, - აღნიშნა სეფაშვილმა.

ტელეკომპანია „იმედმა“ უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან შეუძლებელი გახდა ადგილზე მუშაობა. დაზიანებულია „იმედის“ ტექნიკა, უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებს. მეგი ნარსავიძეს და მასთან ერთად მომუშავე ოპერატორს რადიკალებმა წყალი შეასხეს.