რას ამბობს ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - შეეცვლება თუ არა ბრალდება დაკავებულს
1732276871
საქართველოს ხელისუფლება ევროპარლამენტის რეზოლუციისგან ბევრ უცნაურობას ელის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ გასაკვირი არაფერია, როდესაც დავით კეზერაშვილი, მიხეილ სააკაშვილი მათი მეგობრები არიან, ქართველი ხალხი კი არა.
„ეს არის სინამდვილეში ის სავალალო შედეგი, რომელზეც ჩვენ ვაფრთხილებდით ყველა ელჩს - ევროკავშირის ელჩიდან დაწყებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებით დამთავრებული. ყველას ვაფრთხილებდით, რომ ამ ნაბიჯებით ერთადერთი რასაც ისინი აკეთებენ ევროპარლამენტი, თუ ევროპა, ზოგადად, ისინი აზიანებენ არა საქართველოს ხელისუფლებას, ისინი აზიანებენ არა ქართველ ხალხს, ისინი აზიანებენ საკუთარ რეპუტაციას ქართველი ხალხის თვალში და ამას მიაღწიეს, სამწუხაროდ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი გამოეხმაურა პერსონალური სანქციების დაწესების საკითხს და აღნიშნა, რომ ეს არის ერთ-ერთი წინადადება, რომელიც შეთავაზებული არის ესტონელი პარლამენტის წევრის მხრიდან, რომელიც ესტონეთის სამთავრობო პარტიის წარმომადგენელია.
„ძალიან სამწუხაროა, რასაც ჩვენ ვხედავთ. ზოგიერთი ბალტიის ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან რატომღაც აღმოჩნდა, რომ ლიეტუველი თუ ესტონელი ზოგიერთი პოლიტიკოსი არის ყველაზე აგრესიული ქართველი ხალხის წინააღმდეგ. არ ვიცი რა დავუშავეთ მათ, რაღაც საბჭოთა კავშირის დროს ეწყინათ ჩვენგან, თუ შემდეგ ეწყინათ არ ვიცი, მაგრამ ამ ხალხმა ყველაზე კარგად იცის ვინ ვართ ჩვენ. შეიძლება ესპანელი თუ ბელგიელი არ გვიცნობდეს ვინ ვართ ქართველი ხალხი, არ იცოდეს რა ხასიათი გვაქვს, მაგრამ ლიეტუველებმა და ესტონელებმა ხომ კარგად იციან ჩვენი ხასიათი ვინ ვართ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ქართველები არ ეგუებოდნენ მოსკოვიდან ჩამოსულ რევიზორებს და ახლა მათ სურთ ჩაანაცვლონ მოსკოვი ტალინით და ვილნიუსით.
„სურთ რევიზორებად მოგვევლინონ, როგორც მოგვევლინნენ ცოტა ხნის წინ პარლამენტის წევრები, რომლებმაც აქ აქცია ჩაგვიტარეს. მანამდე შეგახსენებთ, რომ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იდგა მიტინგზე. ამ ხალხს ჩვენ როგორ უნდა ველაპარაკოთ საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვაზე საერთოდ, როდესაც ასეთი რამე ხდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.