ჩვენ რაღაც ტიპის კანონების გამკაცრება დავიწყეთ იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს მიეცეს იმის საშუალება, რომ ნორმალურად იფუნქციონიროს და ამდენი მავნებლობა ხელს არ გვიშლიდეს ქვეყნის განვითარებაში - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

ჩვენ რაღაც ტიპის კანონების გამკაცრება დავიწყეთ იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს მიეცეს იმის საშუალება, რომ ნორმალურად იფუნქციონიროს და ამდენი მავნებლობა ხელს არ გვიშლიდეს ქვეყნის განვითარებაში, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში შედის.

„ჩვენ რაღაც ტიპის კანონების გამკაცრება დავიწყეთ იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს მიეცეს იმის საშუალება, რომ ნორმალურად იფუნქციონიროს და ამდენი მავნებლობა ხელს არ გვიშლიდეს ქვეყნის განვითარებაში. თუ ვიღაც წუხს ამ კანონებთან დაკავშირებით, ისევ პოტენციური დამნაშავეები წუხან. თორემ, მოქალაქე, რომელიც არ აპირებს დანაშაულის ჩადენას, იმას ეს კანონი საერთოდ არ ეხება არც გამკაცრებული და არც შემსუბუქებული ფორმით. კარგად მოგვეხსენება, თუ რასთან გვაქვს საქმე და განვაცხადეთ ჩვენი პოზიცია, რომ ფსევდოლიბერალური ფაშიზმი ამ წელს საქართველოში აუცილებლად უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.