„საქართველოში ხდება და ყურადღებით იყავით!“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1741550716
ჩვენ მიმართ გაორმაგებული ძალებით ხდება შეტევა სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან. ამ ქვეყნების ბიუროკრატებზე „დიფ სთეითის“ გავლენებს პირდაპირ ვხედავთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, აშშ-ში გლობალური ომის პარტიის დამარცხების პროცესი დაწყებულია და იმედი აქვს, ბიუროკრატების ჭარბი გავლენებისგან ევროპაშიც გათავისუფლდებიან.
„დიფ სთეითს“ დონორი ორგანიზაციების სახით ხელიდან გამოეცალა მთავარი ინსტრუმენტი, როგორიცაა NED და USAID. უბრალოდ, მათი რებრენდინგი მოახდინეს და საკუთარ პოლიტიკას კონკრეტული ქვეყნების მეშვეობით ატარებენ. ჩვენ მიმართ შეტევა გაორმაგებული ძალებით ხდება სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან. ამ ქვეყნების ბიუროკრატებზე „დიფ სთეითის“ გავლენებს პირდაპირ ვხედავთ. მათი გზავნილები და რიტორიკა თავიდან ბოლომდე გლობალური ომის პარტიის მიერ მიწოდებული მესიჯბოქსია.
სამწუხაროდ, გლობალური ომის პარტია ძალიან მძლავრია და მისი სრული დამარცხება რთულია, თუმცა ამერიკაში ეს პროცესი დაწყებულია და იმედია, დონალდ ტრამპი მის გავლენებს დაამარცხებს, ევროპაში კი, მისი გავლენები უზარმაზარია. იმედია, ამერიკაში დაწყებული ეს ბრძოლა ევროპაში, მის ბიუროკრატებზეც გადავა და ისინიც ამ ჭარბი გავლენებისგან გათავისუფლდებიან. ილონ მასკი ბრიუსელის ბიუროკრატებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე არსებულ ჭარბ გავლენაში ადანაშაულებს“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.