მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ქარი - ამინდი უარესდება
1744050001
ჩვენ და ჩვენს შვილებს აშანტაჟებდა ევროპული ბიუროკრატია, როცა 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს სტატუსი, მერე წელიწად-ნახევარი არ მოგვანიჭეს სტატუსი და შემდეგ არ გაგვიხსნეს მოლაპარაკებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მოლდოვას მიანიჭეს სტატუსი, რომელიც არის კორუფციაში ჩაძირული ქვეყანა.
"რაც შეეხება ევროპას, თეორიულად წარმოიდგინეთ, 2022 წლის ივნისში მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, მერე რამდენიმე თვეში გაგვიხსნეს მოლაპარაკებები და გაგრძელდა ეს პროცესი, ხომ იქნებოდა ჩვეულებრივად გაგრძელებული ურთიერთობები, მაგრამ ვიღაცას მოუნდა, რომ კანდიდატის სტატუსი გამოეყენებინა საქართველოს წინააღმდეგ, რათა ჩვენი ქვეყანა ჩაერთოთ ომში. რომ მოენიჭებინათ სტატუსი, არავითარი პოლემიკაც კი არ იქნებოდა ევროპულ სტრუქტურებთან.
2024 წლის 28 ნოემბერს ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი მხრიდან აღარ დავაყენებდით დღის წესრიგში მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ეს რას მოჰყვა - ჯერ 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი და ამ საკითხს იყენებდნენ შანტაჟისთვის სწორედ ჩვენი შვილებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ. შემდეგ, წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს შვილებს აშანტაჟებდნენ ევროპელი ბიუროკრატები, როცა არ გვანიჭებდნენ კანდიდატის სტატუსს, შემდეგ უკვე 2023 წლის დეკემბრიდან განაგრძეს ჩვენი და ჩვენი შვილების შანტაჟი, როცა არ გვიხსნიდნენ მოლაპარაკებებს, სამარცხვინოა.
ჩვენ და ჩვენს შვილებს აშანტაჟებდა ევროპული ბიუროკრატია, როცა 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს სტატუსი, მერე წელიწად-ნახევარი არ მოგვანიჭეს სტატუსი და შემდეგ არ გაგვიხსნეს მოლაპარაკებები. ეს მისცეს მოლდოვას. მოლდოვას მიანიჭეს სტატუსი, რომელიც არის კორუფციაში ჩაძირული ქვეყანა, უსუსტესი ინსტიტუტებით, დსთ-ს წევრი ქვეყანა და აქ ჩვენ გვეძახიან პრორუსებს და არ გვანიჭებენ კანდიდატის სტატუსს, ეს ხომ სამარცხვინოა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.