ვრცელდება კადრები, რომელიც ერთ-ერთმა მგზავრმა თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე გადაიღო
1735156563
ჩვენ არ გვსურს ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა, მივესალმებით საქართველოს მოქალაქეების შენგენის ზონაში გადაადგილებას, თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები, არ ვიცით, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა განაცხადა.
მისივე თქმით, საგარეო ურთიერთობათა საბჭოს და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, მაგიდაზე ყველა ვარიანტი დევს.
„არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი სცენარია, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ განვითარდება მოვლენები. საგარეო ურთიერთობათა საბჭოს და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით ყველა ვარიანტი დევს მაგიდაზე. როგორ განვითარდება მოვლენები არ ვიცით. ჩვენ არ გვსურს ამის შეწყვეტა. ჩვენ მივესალმებით, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონაში უვიზოდ შეძლონ გადაადგილება. სწორედ ამიტომ გაიხსნა შენგენის სივრცე ქართველებისთვის. გვსურს, რომ სტუდენტები ჩამოვიდნენ, ტურისტები, გვსურს, რომ ყველა ჩამოვიდეს, ვისაც ამის სურვილი აქვს.
თქვენ ძალიან სასურველები ხართ. ასე რომ, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება მოვლენების განვითარებაზე. ევროკავშირი საქართველოს პარტნიორია. 30 წლის განმავლობაში ის ძალიან კარგი პარტნიორი იყო. გერმანია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა. ჩვენ ყველაზე დიდი წევრი სახელმწიფო ვართ. ჩვენც ასევე ძალიან კარგი პარტნიორები ვართ საქართველოს 30 წელია და ჩვენ ვისურვებდით, რომ გავაგრძელოთ ეს, მაგრამ პარტნიორობა ორმხრივია. ვფიქრობ სულ ეს არის რისი თქმაც შემიძლია“, – აღნიშნა გერმანიის ელჩმა საქართველოში.
პეტერ ფიშერმა აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ქართველი ხალხისთვისაა და გადაწყვეტილებასაც სწორედ ის იღებს.
„ჩვენ გერმანიის სახელით, ჩემი სახელით, ჩვენ არა ერთხელ ვთქვით, ეს არჩევნები ჩვენთვის არ არის. ეს არჩევნები ქართველი ხალხისთვისაა. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ როგორი მთავრობა გსურთ. თქვენ შეგიძლიათ ისეთი კანონები მიიღოთ როგორიც გსურთ. როცა რამეს ვამბობთ, ვამბობთ, რადგან საქართველომ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ასე რომ, ჩვენი მოვალეობაა ვთქვათ, რა არის კარგი ამ აპლიკაციისთვის და რა არის ცუდი. ამაზე ვსაუბრობთ სწორედ. დანარჩენი, წადით არჩევნებზე, მიიღეთ გადაწყვეტილება, რა გსურთ. იმედი გვაქვს გავაგრძელებთ მეგობრობას და პარტნიორობას.
შემიძლია გითხრათ, რომ დიდი შეშფოთებაა გერმანიის ბუნდესტაგში, ფართო სეგმენტში, რომ ეს 30-წლიანი პარტნიორობა, რომელიც პოტენციურად მიდის ევროკავშირის წევრობამდე, რითაც ჩვენ დაინტერესებული ვართ და რომელსაც ჩვენ ჯერ კიდევ ვთავაზობთ ქვეყანას, არის რისკის ქვეშ მოვლენების არსებული განვითარების გამო“, – განაცხადა ფიშერმა.