ჩვენ აქ აღარ გვაქვს კლასიკურ დიპლომატიასთან საქმე, საქმე გვაქვს წინასაარჩევნო კამპანიის მონაწილეებთან - ირაკლი ქადაგიშვილი პიტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე

ქადაგიშვილი

ჩვენ აქ აღარ გვაქვს კლასიკურ დიპლომატიასთან საქმე, საქმე გვაქვს წინასაარჩევნო კამპანიის მონაწილეებთან, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის შეფასებისას.

„როდესაც წინასაარჩევნო კამპანიაში ხარ ჩართული შესაბამისი შეფასებებისაც არ უნდა გაგიკვირდეს. თუ გააგრძელებენ უცხო ქვეყნის საელჩოები ჩვენს ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანიის აქტიურ წარმოებას, რა თქმა უნდა ეს კამპანია გამოირჩევა თავისი საარჩევნო ლოზუნგებით და გზავნილებით.

ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიას ფაქტობრივად უცხო სახელმწიფოები აწარმოებენ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. დიპლომატმა დაწერა, რომ დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა. მანამდე იყო კახა კალაძის განცხადება, რომელმაც გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრი გააკრიტიკა.