დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
ჩემი აზრით, რეალურად დემოკრატიის კუთხით პრობლემა არა საქართველოს, არამედ ბრიუსელს აქვს, რადგან მათ არ აქვთ ქართველი ხალხის არჩევანის მიმღებლობა, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ტიერი მარიანიმ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში.
„ბრიუსელში არიან ისეთი დეპუტატები, რომლებმაც არაფერი იციან საქართველოს შესახებ. როდესაც საქართველოში არსებულ სიტუაციას ვუყურებ, ის არ ასახავს ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებს, რომ თითქოს აქ არ არის დემოკრატია, რომ საქართველოს დემოკრატიას პრობლემა აქვს. ჩემი აზრით, რეალურად დემოკრატიის კუთხით პრობლემა არა საქართველოს, არამედ ბრიუსელს აქვს, რადგან მათ არ აქვთ ქართველი ხალხის არჩევანის მიმღებლობა. ბრიუსელში ასევე მოვისმინე, რომ საქართველოს მთავრობა პროპრუსულიაო. ნუთუ არ ახსოვთ რა მოხდა 2008 წელს. ნუთი დაავიწყდათ, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მათ არ იციან რეალური სიტუაცია“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.