ჩამოსულმა 8 ევროპელმა ნახა, რომ ცოტა ხალხია და პირდაპირ შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა მოუწოდა მათ მაიდანის სცენარზე გადასულიყვნენ. ვინმეს თუ უნდა მაიდანი დაიდგას თავის ქვეყანაში და საქართველოს შეეშვას - პაპუაშვილი

შალვა

ჩამოსულმა 8 ევროპელმა გადახედა აქციას, ნახეს, რომ ცოტა ხალხია, ის ტემპერატურა აქციას არ აქვს და პირდაპირ შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა მოუწოდა მათ, რომ მაიდანის სცენარზე გადასულიყვნენ. ვინმეს თუ უნდა მაიდანი დაიდგას თავის ქვეყანაში და საქართველოს შეეშვას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ სწორედ ამ ევროპარლამენტარების მოწოდებამ, გადასულიყო ოპოზიცია მაიდანის სცენარზე, გამოიწვია რადიკალური ჯგუფები ექსტრემისტულ ჯგუფებად გადაქცევა.

„ჩვენ ვხედავთ რა ხალხთან გვაქვს საქმე. ესენი არიან აგრესიული ადამიანები. ის 8 ევროპელი დეპუტატი რომ გვესტუმრა და პარლამენტის წინ აქციებს გვიმართავდა, ნიშანდობლივი და წყალგამყოფი მომენტი იყო, როდესაც მათ ოპოზიციას მოუწოდეს, რომ მაიდანის სცენარზე გადასულიყვნენ. ზუსტად იმ დღიდან რადიკალური ჯგუფები ექსტრემისტულ ჯგუფებად გადაიქცნენ. დავინახეთ ეს ჩვენ შემდეგ დღეებში. მათ შორის, მათი ქცევაც დავინახეთ „იმედის“ ჟურნალისტის მიმართ. როდესაც ლიბერალურ ფაშიზმზე ვსაუბრობთ, ეს არის მაგალითი ლიბერალური ფაშიზმისა. ამ ადამიანებს 1 გრამი ძალაუფლება ხელში რომ ჩაუვარდეს კედელთან მიაყენებენ ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება. ეს არის 100 წლის წინანდელი მოვლენების განმეორება, როდესაც საქართველოში გარედან იმპლანტირებული ბოლშევიზმი შემოვიდა და კედელთან მიაყენეს ყველა, ვინც მათ არ ეთანხმებოდა. ზუსტად ეს არის ლიბერალურ-ფაშისტური ბაბლი, რომელიც მათ აქვთ შექმნილი.

ჩამოსულმა 8 ევროპელმა გადახედა აქციას, ნახეს, რომ ცოტა ხალხია, ის ტემპერატურა აქციას არ აქვს და პირდაპირ შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა მოუწოდა მათ, რომ მაიდანის სცენარზე გადასულიყვნენ. ვინმეს თუ უნდა მაიდანი დაიდგას თავის ქვეყანაში და საქართველოს შეეშვას. ვისაც პირადად მაიდანი არ შეხებია მათ მგონი ამ მოვლენის მიმართ რომანტიზება აქვთ. ადამიანები მოკვდნენ, სისხლი დაიღვარა. შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელს თუ ასეთი პროცესების განვითარება უნდა საქართველოში ნუღარ უწოდებენ ქართველ ხალხს მეგობრებს და ნუ იტყვიან, რომ ამ ხალხის მიმართ აქვთ სიმპათიები“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.