ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც 800, 1000 ან 1200 ლარიან დაფინანსებას მიიღებს
1730965974
ყოველდღიურად გვაქვს მოსახლეობასთან შეხვედრები, დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით გვაქვს საუბრები და განხილვები, ვისმენთ მათ საჭიროებებსა და მოთხოვნებს, თუმცა ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენი ოპონენტების აქტიურობას. რადგან ისინი ელოდებიან გარედან გამოგზავნილ მესიჯს და ამ მესიჯის გარშემო ხდება მათი გააქტიურება, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით კაჭარავამ გადაცემაში "იმედი LIVE".
„ჩვენი მოქალაქეები თვალნათლივ ხედავენ, თუ როგორ ხდება გარედან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და არჩევნებში ჩარევა, მაგრამ ეს დღეს არ დაწყებულა. დღეს ძალიან ღიად გამოდიან და გვსჯიან, პირდაპირ მიგვითითებენ, თუ რა კანონი უნდა მივიღოთ რა არის მისაღები და რა მიუღებელი მათთვის და რა გზაზე უნდა იაროს ჩვენმა ქვეყანამ, თუმცა ქართველმა ხალხმა ყველაზე უკეთ იცის, რა გზით იაროს.
ბოლო წლების მანძილზე ძალიან კარგად დაინახა საზოგადოებამ, საით გვიბიძგებს ოპოზიცია. თუ აქამდე ვინმე შეცდომაში იყო შესული, დღეს მათაც გააანალიზეს რა არის მათი მთავარი მიზანი.
„გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით ძალიან ბევრი საუბრები იყო, თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ ვერ მიიღეთ ვერც ერთი არგუმენტი თუ რატომ იყო ეს კანონი ცუდი და რატომ მონათლეს „რუსულ კანონად“. საზოგადოებისთვის თვალნათელი გახდა, რომ ეს იყო იარაღი მათ ხელში, რომლებიც ცდილობდნენ, რომ როგორმე ჩვენი რეპუტაცია შეელახათ, როგორც ხელისუფლებისთვის, მიეკერებინათ რაღაც იარლიყი და საზოგადოებაში გამოეწვიათ ნეგატივი“, - განაცხადა დავით კაჭარავამ.