თურქეთში დააკავეს დაჯგუფების წევრები, რომლებმაც ტურისტებს 29 მილიონ დოლარზე მეტი მოჰპარეს
1749484370
საქართველოს პარლამენტში ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფები ვერ დაკომპლექტდა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ქვეყნების მეგობრობის ჯგუფებში შესვლა არცერთმა დეპუტატმა არ ისურვა.
"დადგენილებით შექმნილია საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები. ჩვენ ახლა წარმოვადგინეთ ყველა ამ შექმნილი ჯგუფის ხელმძღვანელები და შემადგენლობა, გარდა ამ ბალტიის ქვეყნებისა, რადგან ბალტიის ქვეყნების მეგობართა ჯგუფების ხელმძღვანელობა პარლამენტის არცერთმა წევრმა არ ისურვა. ჯერჯერობით, გვაქვს ასეთი მდგომარეობა, რომ არის ყველა ჯგუფი შექმნილი, დაკომპლექტებული, თავის ხელმძღვანელებით, შექმნილია ასევე ის სამი ჯგუფი, რომელზეც ახლა ვისაუბრეთ, უბრალოდ, არ ჰყავს ხელმძღვანელი," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.