ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
„ჩვენს რეგიონში და მის მიმდებარედ არსებულ გაყინულ თუ მოქმედ საომარ კონფლიქტებს დამატებული ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, საქართველოს აქცევს გადამწყვეტ სატრანზიტო კორიდორად და მსხვილი ინტერესების საგნად, რაც არსებულ რეალობაში, მუდმივი ეგზისტენციური რისკების და გამოწვევების წინაშე გვამყოფებს“- წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია.
ოდიშარიას თქმით, კავკასიის რეგიონი და მისი მოსაზღვრე ტერიტორიები გეოპოლიტიკურად ასეთი არასტაბილური საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ აღარ ყოფილა. ყველა სიტყვა და ქმედება (ლოკალური თუ გარე), რომელიც ჩვენი სუვერენიტეტის და სტაბილურობის შერყევისათვის გამოიყენება, არის საქართველოს ინტერესების პირდაპირი მტრობა. „ჩვენს რეგიონში და მის მიმდებარედ არსებულ გაყინულ თუ მოქმედ საომარ კონფლიქტებს (რუსეთის ოკუპაცია, რუსეთი-უკრაინა, აზერბაიჯანი-სომხეთი, ისრაელი - პალესტინა, ისრაელი - ირანი, პლუს ბირთვული ესკალაციის საფრთხე) დამატებული ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, საქართველოს აქცევს გადამწყვეტ სატრანზიტო კორიდორად და მსხვილი ინტერესების საგნად ყველა გლობალური ეკონომიკური თუ მილიტარისტული მოთამაშისათვის (ამერიკა, რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, ნატო, ევროკავშირი), რაც არსებულ რეალობაში, მუდმივი ეგზისტენციური რისკების და გამოწვევების წინაშე გვამყოფებს. მშვიდობა, რაზედაც ასე უყვართ ქილიკი სამშობლოს განცდისგან გაუცხოებულ სუბიექტებს, არის არა სტატუს-კვო, არამედ ყოველდღიური ძალისხმევის, გონიერების და დიდი შრომის შედეგი. კავკასიის რეგიონი და მისი მოსაზღვრე ტერიტორიები გეოპოლიტიკურად ასეთი არასტაბილური საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ აღარ ყოფილა. ყველა სიტყვა და ქმედება (ლოკალური თუ გარე), რომელიც ჩვენი სუვერენიტეტის და სტაბილურობის შერყევისათვის გამოიყენება, არის საქართველოს ინტერესების პირდაპირი მტრობა.“-წერს ოდიშარია სოციალურ ქსელში.
ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090