აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი - თბილისში მიმდინარე შეხვედრაზე განიხილება თემები, რომლებიც სამივე ქვეყანას - აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეხება, ორმხრივი საკითხები არ განიხილება

ჯეიჰუნ ბაირამოვი

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა თბილისში მიმდინარე აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა დადებითად შეაფასა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, თბილისში მიმდინარე შეხვედრაზე განიხილება თემები, რომლებიც სამივე ქვეყანას – აზერბაიჯანს, სომხეთს და საქართველოს ეხება.

„ამ შეხვედრაზე განიხილება თემები, რომლებიც სამივე ქვეყანას ეხება, ეს არ არის ორმხრივი თემები. ჩვენ განვიხილავთ საკითხებს, რომლებიც საერთო ინტერესს წარმოადგენს და არ ვეხებით ღია თემებს ჩვენ შორის. დღეს განხილვის საგანი იქნება ტრანსსასაზღვრო მდინარეები და რიგი სხვა საკითხები. საერთო ჯამში, ასეთი პლატფორმის ორგანიზაციას დადებით მოვლენად ვაფასებთ“, – განაცხადა ბაირამოვმა.

თბილისში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა იმართება.