აშშ-ში, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი ბიულეტენების ურნა შუა გზაზე იპოვეს

აშშ-ში, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი ბიულეტენების ურნა შუა გზაზე იპოვეს

აშშ-ში, ფლორიდის შტატში, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი საამომრჩევლო ბიულეტენების ურნა შუა გზაზე იპოვეს. ფაქტის ამსახველი კადრები ავტომობილის ვიდეორეგისტრატორმა გადაიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დალუქული კონტეინერი და ბიულეტენების დალუქული ტომარა, საამომრჩევლო კომისიის თანამშრომელს მანქანიდან გამოუვარდა და ის რიგითმა მოქალაქემ აღმოაჩინა, რომელმაც ავტომობილით გაიარა.

ნაპოვნი ბიულეტენები პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში გადაიტანეს, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ყველა ნივთი და ბეჭედი ხელუხლებელი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტი "ადამიანური შეცდომის" გამო მოხდა, საარჩევნო კომისიის განყოფილებაში განაცხადეს, რომ პასუხისმგებელი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.