ტრაგედია გენო პეტრიაშვილის ოჯახში
1753127552
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი კირცხალიას განმარტებით, არც პოლიტიკური და განსაკუთრებით არც სამართლებრივი ბერკეტი არ არსებობს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება იყოს მიღებული.
მისი განმარტებით, ევრობიუროკრატები ვიზალიბერალიზაციის თემას მანიპულაციის ინსტრუმენტად იყენებენ და ამ თემის განხილვაც რომ დაიწყეს, ესეც დიდი უსამართლობაა.
"როდესაც ვსაუბრობთ ამ მანქანაზე, რომელიც გამძვინვარებულად, ორმაგი და სამმაგი ძალებით მოქმედებს ევროკავშირის ტერიტორიაზე და იმ ვერობიუროკრატიაში და იმ პოლიტიკოსები, რომლებიც პირდაპირ ხელდასხმულები არიან ე.წ. "დიფ სთეითის" მხრიდან, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ვიზალიბერალიზაცია გამოიყენება ინსტრუმენტად, არამედ თითოეული მათი გადადგმული ნაბიჯი 2020 წლის შემდეგ. შეგვიძლია ჩვენს საზოგადოებას 2020 წლის შემდეგი რეტროსპექტივაც გავახსენოთ, რომელიც მიმართული იყო ერთადერთი მიზნისკენ - რევოლუციური გზით მოსულიყო, ვასალური, ყურმოჭრილი, მონათა გაერთიანება, აგენტურული ქსელი. ეს იყო მათი მცდელობა და ეს იყო მათი ინსტრუმენტები, თუნდაც ავიღოთ მოლაპარაკებების არგახსნა, სტატუსის მინიჭების დაგვიანება, შემდეგ ამის ირგვლივ უამრავი ცრუ ნარატივი და ცრუ პროპაგანდა. ეს არის სწორედ ის ბინძური ინსტრუმენტები, რომელიც ხელში უჭირავთ. ახლაა ვიზალიბერალიზაციის თემა და კიდევ ერთხელ მინდა გავმეორდე, არანაირი, არც პოლიტიკური და განსაკუთრებით არც სამართლებრივი ბერკეტი არ არსებობს, რომ შეჩერების გადაწყვეტილება იყოს მიღებული, არამედ ზოგადად ამ თემის განხილვაც რომ დაიწყეს, ესეც დიდი უსამართლობაა", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.