"არის ორკესტრირებული მცდელობა, რომ მოხდეს ბიძინა ივანიშვილზე, როგორც ამ ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის მთავარ გარანტზე, ზეწოლა" - გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წარმოებულ სამართლებრივ დავაზე შეფასებები კეთდება "ქართულ ოცნებაში".

მმართველი გუნდისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება დასტურია, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია წლების განმავლობაში მიმდინარეობს.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, არის ორკესტრირებული მცდელობა, რომ მოხდეს ბიძინა ივანიშვილზე, როგორც ამ ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის მთავარ გარანტზე, ზეწოლა.

"ბრიტანული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ოქუაშვილის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მიუღებლად იქნა ცნობილი, მიუთითებს, რომ ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია, რომელშიც ეს ადამიანი ჩართული იყო და არის. ეს კონკრეტული ძალების დაკვეთით ხორციელდება.

არის ორკესტრირებული მცდელობა, რომ მოხდეს ბიძინა ივანიშვილზე, როგორც ამ ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის მთავარ გარანტზე, ზეწოლა. თუმცა ვერც ამ საზოგადოებამ და ვერც იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ კონკრეტულ ჯგუფს გარკვეულ დაკვეთებს აძლევენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ვერ გაიგეს, რომ ეს ადამიანი, არანაირ ზეწოლას, არანაირ შანტაჟს არ ექვემდებარება. ამ მოცემულობას შვეიცარიული ბანკების ავტორიტეტი გადაჰყვა", - განაცხადა გივი მიქანაძემ.