VIDEO: რა ხდება ამ წუთებში ავტობანზე, თბილისისკენ მომავალ გზაზე
1745241462
სენატორი ჯო უილსონი მართულია „დიფ სთეითისგან“ და „დიფ სთეითს“ რომელ ქვეყანაშიც აქვს ინტერესები, ამ ინტერესების შესაბამისად გამოჩნდება-ხოლმე, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ კონგრესში, უილსონის მიერ წარდგენილი პაკისტანის დემოკრატიის მხარდამჭერი აქტის კომენტირებისას.
„ჯო უილსონი იმდენად ჰუმანური ადამიანია, რომ ღამე არ ეძინება მსოფლიოში მიმდინარე ამბებიდან გამომდინარე და ყველა ქვეყნის შიდა საქმეები, შიდა პოლიტიკა იცის აბსოლუტურად ზედმიწევნით - დაწყებული საქართველოდან, პაკისტანით დასრულებული. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ვერავინ დაიჯერებს - მარტივია, ეს ადამიანი მართულია „დიფ სთეითისგან“ და „დიფ სთეითს“ რომელ ქვეყანაშიც აქვს ინტერესები, ამ ინტერესების შესაბამისად გამოჩნდება-ხოლმე. მან ჩაანაცვლა ის ოდიოზური სახელისა და გვარის მქონე სენატორები, რომლებიც საქართველოსთან დაკავშირებით აკეთებდნენ-ხოლმე ე.წ. კრიტიკულ განცხადებებს, რომელსაც არავითარი საფუძველი, დასაბუთება არ ჰქონდა“, - განაცხადა გორდულაძემ.
ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმართული „მეგობარი აქტის“ ავტორია, კონგრესში პაკისტანის დემოკრატიის მხარდამჭერი აქტი წარადგინა. როგორც განმარტებით ბარათში წერია, კანონპროექტის მთავარ მიზანს პაკისტანში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.