არჩილ გორდულაძე - როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთ ფანჩატურს აანონსებს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ერთხელ სახელოვნად დამარცხდებიან

არჩილ გორდულაძე

როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთ ფანჩატურს აანონსებს. მათი ფინალი ყველამ კარგად ვიცით. ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ერთხელ სახელოვნად დამარცხდებიან, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ნებისმიერ არჩევნებში ნულოვანი შანსები აქვს.

„2012 წლის შემდეგ, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არავითარი შანსი არ აქვს, ხელისუფლებაში მოვიდეს თავისი მავნებლობის და დანაშაულებრივი ქმედებების გამო, რითაც გამორჩეულები არიან. მათი შანსები აბსოლუტურად ნულოვანია ნებისმიერ არჩევნებში. აქაური აგენტურა და მათი პატრონები ქართველი ხალხის წინააღმდეგ გაშმაგებით იბრძვიან, რადგან მათ ხალხი მხარს არ უჭერს“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.