როგორი იქნება 2026–2027 წლების ზამთარი - სინოპტიკოსები უპრეცედენტო ოკეანურ ანომალიებზე საუბრობენ
1786298567
რაც არ უნდა სცადონ ახლა და რაც არ უნდა ქვიშა მოიძიონ მსოფლიოში, ვერ გათეთრდებიან ვერც „ლელოს“ წარმომადგენლები და ვერც გახარიას პარტიის წარმომადგენლები, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ.
„ეს ადამიანები არიან მხოლოდ და მხოლოდ ჯაშუშები, მხოლოდ და მხოლოდ დანოსების დამწერი ადამიანები. შევლენ ისტორიაში, როგორც თანამედროვეობის, 21-ე საუკუნის ყორღანაშვილი, სერგო ორჯონიკიძე და შადიმან ბარათაშვილი“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ - „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და „გახარია - საქართველოსთვის“, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართეს წერილით, რომლითაც საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობების შეჩერება და ახლად არჩეული პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადება მოითხოვეს.