არჩილ გორდულაძე: ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე არანაკლები პასუხისმგებლობა ეკისრებათ ე.წ. ელჩებს, რომლებიც წარმოდგენილები არიან „დიფ სთეიტის“ ემისრებად ჩვენს ქვეყანაში

არჩილ გორდულაძე

ძალადობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის რეალობაში იყო შემოტანილი, საბოლოო ჯამში დამხობის მცდელობაში გადაიზარდა, რომელიც, მათ შორის, გარედან იყო წახალისებული, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

მისი მოსაზრებით, ძალადობის წამხალისებლებს არანაკლები პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ვიდრე დანაშაულის უშუალო ჩამდენებს.

„გვახსოვს, მაგალითად ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა აქციას, რომელზეც დაანონსებული იყო, რომ დამხობა უნდა მომხდარიყო. გვახსოვს განცხადებები, რომლებსაც აკეთებდა მაგალითად ქალბატონი მაია სანდუ. ერთი ქვეყნის ელჩიც არ აღმოჩნდა, რომელიც დაგმობდა ქვეყნის ძალადობის გზით დამხობის მცდელობასაც კი. შესაბამისად, საზოგადოებაც კარგად აღიქვამს, რომ ამ ადამიანებს პასუხისმგებლობა თანაბრად ეკისრებათ - არანაკლები პასუხისმგებლობა ეკისრებათ ე.წ. ელჩებს, რომლებიც წარმოდგენილები არიან „დიფ სთეიტის“ ემისრებად ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა გორდულაძემ.