არჩილ გორდულაძე: ჯო უილსონს თურმე ღამე ეღვიძება, ჩემი ქართველი ხალხი ხომ კარგად არისო, ის ერთი ჩვეულებრივი კომიკური კოშმარია საქართველოს რეალობაში

არჩილ გორდულაძე

ჯო უილსონი ერთი ჩვეულებრივი კომიკური კოშმარია საქართველოს რეალობაში, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ  კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადება.

გორდულაძის თქმით, „საქართველოს რეალობაში ჯო უილსონი არის ერთი ჩვეულებრივი კომიკური კოშმარი“.

„ეს არის ადამიანი, რომელიც ჩართულია ყველანაირ აქტივობაში საქართველოს წინააღმდეგ. როგორც აღმოჩნდა, თურმე ჯო უილსონს ღამე ეღვიძება და არ აძინებს, ჩემი ქართველი ხალხი ხომ კარგად არისო. ეს ადამიანი კომიკურ კოშმარად არის გადაქცეული“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, კონგრესმენი ჯო უილსონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ ანტიამერიკელ თაღლითებს ამერიკულ ინტერესებზე აზრის გამოთქმის უფლება არ აქვთ“. მისი თქმით, ნებისმიერი, ვინც „ქართული ოცნების“ დავალებებს ასრულებს, ამას ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ აკეთებს“.