არჩილ გორდულაძე: ჩვენ არა მხოლოდ ვამკაცრებთ კანონმდებლობას ნარკოტიკების გამყიდველების მიმართ, არამედ ვცდილობთ, რომ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებსაც დავეხმაროთ

არჩილ გორდულაძე

შეიძლება, რომ გამოყენებული იყოს სავალდებულო მკურნალობა და, შესაბამისად, ეს არის ის მოცემულობა და ის საშუალება, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვამკაცრებთ კანონმდებლობას ნარკოტიკების გამყიდველების მიმართ, არამედ ვცდილობთ, რომ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებსაც დავეხმაროთ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

„სასამართლოს მიეცემა დისკრეცია, რომ შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, აქ გათვალისწინებული იქნება, როგორც პიროვნების წარსული, ამავე დროს მისი დამოკიდებულება ნარკომანიასთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებით. ამავდროულად, მათ შორის, ერთ-ერთ საფუძვლად შესაბამისი ექსპერტის დასკვნაც. შეიძლება, რომ გამოყენებული იყოს სავალდებულო მკურნალობა და, შესაბამისად, ეს არის ის მოცემულობა და ის საშუალება, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვამკაცრებთ კანონმდებლობას ნარკოტიკების გამყიდველების, ნარკოტიკების გამსაღებლების და ნარკომოვაჭრეების მიმართულებით, ამავდროულად ვცდილობთ, რომ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებსაც დავეხმაროთ, სხვა პროგრამებთან ერთად ერთ-ერთი საშუალება იყოს, როგორც დამატებითი სასჯელის სახით სავალდებულო მკურნალობის ფორმის განსაზღვრა”, - განაცხადა გორდულაძემ.

სახელმწიფო ნარკოპოლიტიკას ამკაცრებს. რაც შეეხება ნარკომომხმარებლებს, როგორც “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, ძალიან ბევრი პროგრამა იქნება ინიციირებული იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა მძიმე სენს თავი დააღწიონ. პარლამენტში დღეს ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები, პირველ სასესიო მოსმენაზე განიხილეს.