„ვერ ვიჯერებ, რომ დილით შენი სიკვდილი გავიგე...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას გლოვობენ
1733999265
ეს საუბარი შეეხო ყველაფერს აბსოლუტურად, რაც შეიძლება, რომ აწუხებდეს ქართულ ან ფრანგულ მხარეს. ოღონდ რა თქმა უნდა, საღი აზრის ფარგლებში, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, რითაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო ზარს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ერთ საათიანი კომუნიკაციის დროს საუბარი არ შეხებია არჩევნებს.
„არჩევნებთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი ამ საუბარში არ ყოფილა. ვერც იქნებოდა იმიტომ, რომ თუ შევხედავთ პოლიტიკურად არა მიკერძოებული აზრით ამ მხრივ რა თქმა უნდა, არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს. ჩვენ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ეს ზარი, ისევე როგორც სხვა აქტივობები, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს მოიტანს დადებით შედეგებს საქართველოში, საქართველოს პოლიტიკური განვითარებების ჯანსაღ სივრცეში დასაბრუნებლად“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი, მაკრონის ინიციატივით შედგა. საუბარი ერთ საათს გაგრძელდა.