არავითარი გეგმა მათ არ აქვთ, რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, რა თქმა უნდა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა. არჩევნებში კი არა პოლიტიკაში არ არის „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ადგილი - გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

„კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ რომ რამე გეგმა ჰქონდეს აქამდე განახორციელებდა, - განაცხადა ჟურნალისტებთან პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის საკითხზე საუბრისას.

„არავითარი გეგმა მათ არ აქვთ, რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, რა თქმა უნდა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა. არჩევნებში კი არა პოლიტიკაში არ არის „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ადგილი და აუცილებლად შეივსება ეს ველი, მათ შორის ამ თვითმმართველობის არჩევნებზეც“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.