1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებას, რომლის თანახმად, უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონები ძირს უთხრის ფუნდამენტურ უფლებებს. როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, თუკი ევროკავშირის წევრობისკენ გზა ლგბტ პროპაგანდაზე გადის, მაშინ ასეთი წევრობა, საქართველოს არ სჭირდება.
„ისეთ ევროინტეგრაციას რა ვუთხარი ლგბტ პროპაგანდაზე რომ გადის მისკენ გზა. ჩემთვის წარმოუდგენელია, ვიღაცამ ქართველებს გვითხრას, რომ თუ ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა არ დაიწყეთ, ევროპას ვერ ეღირსებითო. არავის სჭირდება ისეთი წევრობა, რომელიც ლგბტ პროპაგანდაზე და მის მიღება არ მიღებაზე გადის. საქართველოს თავისი მენტალობა, იდენტობა, კულტურა, ისტორია, კულტურული მემკვიდრეობა, ტრადიციები აქვს და არაფრის ფასად დათმობს ამ ყველაფერს. არის რაღაც წითელი ხაზები ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც ის არაფრით არ გადავა და ეს წითელი ხაზი გადის ქართულ, ხასიათზე, ტრადიციაზე, ეროვნულ იდენტობაზე და ამის ფარგლებში არასდროს დავუშვებთ, რომ ჩვენს ბავშვებს ლგბტ პროპაგანდა თავს მოვახვიოთ. ჩვენ დავიცავთ ყველას უფლებებს, ნებისმიერი უმცირესობის უფლებას უფრო მაგრადაც, ვიდრე ევროპის რამდენიმე ქვეყანა. ეს საკითხი ნელ-ნელა დღის წესრიგიდან იხსნება მათ შორის აშშ-შიც და ესენი ჩვენ ამ საკითხის პოპულარიზაციისკენ მოგვიწოდებენ და მე მგონია, რომ ეს წნეხი ნელ-ნელა მოიხსნება“, - განაცხადა მდინარაძემ.