კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
დეზინფორმაციაა, რომელიც მიმართულია კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ და რომელშიც მათ შორის ჩართულები არიან უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების დასმული კითხვის საპასუხოდ.
მას მედიის წარმომადგენელმა საიას-ს განცხადებასთან დაკავშირებით ჰკითხა, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას მანამ, სანამ არ დასრულდება დავა საკონსტიტუციო სასამართლოში.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს არის ტყუილი, რომელსაც საია მიზანმიმართულად ავრცელებს.
„ოპოზიციის ლეგიტიმაცია პარლამენტს არ სჭირდება. ისინი შემოვლენ, არ შემოვლენ, პარლამენტს ლეგიტიმაციას აძლევს ქართველი ხალხი და ამომრჩეველი. ეს ლეგიტიმაცია შედგა 26 ოქტომბერს, როდესაც 2 მილიონზე მეტი ადამიანი მოვიდა საარჩევნო უბნებში და მილიონ ასოცი ათასმა ადამიანმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“.
პრობლემა იმაში კი არ არის, რომ ოპოზიცია იქცევა რადიკალურად, პრობლემა იმაშია, რომ ვხედავთ, რომ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები, ვნახე მათ შორის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადება, რომელიც ზუსტად კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციას ავრცელებს, რომ თითქოს პარლამენტი უფლებამოსილებას ვერ ცნობს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის სარჩელიდან გამომდინარე, რაც არის ტყუილი. და რაც არის პრობლემა და რატომ, უცხოური დაფინანსებით მოქმედი „ენჯეოები“ სხვადასხვა ფლანგიდან მოქმედებენ. ჩვენ ვნახეთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რომელიც ერთ დეზინფორმაციას ავრცელებს, რომ თითქოს პრეზიდენტის მხრიდან სხდომის დღის არ ჩანიშვნა აფერხებს პარლამენტის შეკრებას. ამას ავრცელებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რომელიც ასევე უცხოეთიდან ფინანსდება და მისი ძირითადი დამფინანსებელია შვედეთის ხელისუფლება. ნახეთ, შვედეთის საელჩოს პასუხი, მათ თქვეს, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებაა და არ ერევიან. ანუ ჩვენ ფაქტობრივად ვნახეთ, რომ შვედეთის ხელისუფლება ეგუება მისი ფულით დეზინფორმაციის გავრცელებას. ის არ ინტერესდება ეს ფული ტყუილში იხარჯება თუ სიმართლეში. გამოდის რომ შვედეთის ხელისუფლება აფინანსებს დეზინფორმაციას. თუ კი ამას შეუგნებლად აკეთებს და ვერ ხვდება რომ ფინანსები ამისთვის გამოიყენება, არის კონკრეტული მაგალითი „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რომელიც ავრცელებს კონსტიტუციის წყობის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას, რომლის მიზანია საზოგადოების დაბნევა, მათ შორი პროტესტის გამოწვევა, რომ თითქოს 25 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილის მოწვევის გარეშე არ შეიძლება, რომ სხდომა გაიმართოს, რაც არის ტყუილი. რატომ არ ეუბნებიან საკუთარ დაფინანსებულ ორგანიზაციას, რომ ის ხელს უწყობს დეზინფორმაციას.
ახლა უკვე საია არის აქედან ჩართული, რომელიც ამბობს, რომ თითქოს პრეზიდენტის გასაჩივრება საკონსტიტუციო სასამართლოში, აფერხებს უფლებამოსილების ცნობას, რაც ასევე დეზინფორმაციაა. საია-ს აფინანსებს ევროკავშირი. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ თავისი რეპუტაცია უკვე საბოლოოდ გაანადგურა. სინამდვილეში აჩვენა, რომ ისინი თავის სახელსაც კი აღარ შეესაბამებიან, ვურჩევდი, რომ „ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ასოციაცია“ მაინც დაირქვან, იმიტომ, რომ მათ არანაირი კავშირი მიუკერძოებელ იურისპრუდენციასთან არ აქვთ.
არანაირი შემაფერხებელი ფაქტორი არ არსებობს, ეს ორივე დეზინფორმაცია, თითქოს სალომე ზურაბიშვილის მიერ არ დანიშვნა პარლამენტის პირველი სხდომის აფერხებს შეკრებას და თითქოს სალომე ზურაბიშვილის მიერ გასაჩივრება აფერხებს უფლებამოსილების ცნობას, ორივე დეზინფორმაცია მოდის უცხოური დაფინანსებით მოქმედი „ენჯეოების“ მხრიდან. ეს გახლავთ ამ დონორების პასუხისმგებლობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.