არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ არჩევნებში დარღვევებთან დაკავშირებით და არიან დესტრუქციული ქმედებებით დაკავებულები - ვახტანგ ჩოჩია ოპოზიციაზე

ვახტანგ ჩოჩია

არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ არჩევნებში დარღვევებთან დაკავშირებით და არიან დესტრუქციული ქმედებებით დაკავებულები, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის სპიკერმა, ვახტანგ ჩოჩიამ.

ჩოჩია ოპოზიციის აქციებს გამოეხმაურა.

„არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ არჩევნებში დარღვევებთან დაკავშირებით და არიან დესტრუქციული ქმედებებით დაკავებულები, როგორიც არის ქუჩების პიკეტირება, საზოგადოებაში აგრესიის გამოწვევა, უცხოელი პარტნიორების შეცდომაში შეყვანა. შესაბამისად, მათგან არ უნდა ველოდოთ სხვა არანაირ გეგმას. ისინი განაგრძობენ ქუჩების პიკეტირებას, რაც ქართული საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს“, - აღნიშნა ჩოჩიამ.