აზერბაიჯანში, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზად 3 ვერსია განიხილება - ბოლო ცნობები
1735189399
არ შეიძლება, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია სიცრუისა და დეზინფორმაციის ტირაჟირების ნაწილად იქცეს, სამწუხაროდ, ამის პრეცედენტები გვახსოვს, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ დოკუმენტებს მხოლოდ ფარატინა ფურცლად ქცევის ბედი ეწია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოება კიდევ უფრო მეტად გაერთიანდება სამართლიანობის და „ქართული ოცნების“ ირგვლივ, რადგან ევროპარლამენტის რეზოლუცია იმ ღირებულებებს შეურაცხყოფს, რაზეც ევროკავშირი დგას, მათ შორის კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის პრინციპებს.
„ვინც რეზოლუციას მხარს დაუჭერს, საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი იქნება. რა თქმა უნდა, მსგავსი ტექსტებით მანიპულირება წინასაარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობაა. თუ ამ ადამიანებმა ვერ შეიგნეს, რომ მსგავსი საკითხები ხელისუფლების მხარდაჭერას ზრდის და რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერას ამცირებს, კი ბატონო, ასეთი ქმედებები გააგრძელონ. გამორიცხულია, რომ უვიზო მიმოსვლას რაიმე საფრთხე შეექმნას. ლუსტრაცია იმ ადამიანების ხდება, ვინც საქართველოს მტერია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
14-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი მოამზადა, რომელშიც საქართველოსადმი სხვა მოთხოვნებთან ერთად მოყვანილია: სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ივანიშვილისა და სხვა პირების სანქცირება, სააკაშვილის გათავისუფლება, ოჯახურ ღირებულებათა კანონის გაწვევა. პროექტის სახელწოდებაა „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ“.