ანტონიუ კოშტა: აშშ-თან ერთად ვიმუშავებთ უსაფრთხოების კონკრეტულ და არსებით გარანტიებზე

ნკ

 ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა.

როგორც კოშტამ აღნიშნა, „ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია ხოცვა-ჟლეტის შეჩერება, ტყვეების გაცვლის ხელშეწყობა და რუსეთის მიერ გატაცებული ათასობით ბავშვის დაბრუნება“.

„ჩვენ აშშ-თან ერთად ვიმუშავებთ უსაფრთხოების კონკრეტულ და არსებით გარანტიებზე. პრეზიდენტ ზელენსკისთან და შეერთებულ შტატებთან ერთად, ჩვენ მოვამზადებთ შემდეგ ნაბიჯებს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, - დასძინა მან.