სროლა ოკუპირებული სოხუმის ცენტრში - გარდაცვლილია სამი ადამიანი
1736599900
ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ქართველი ხალხის ძალა რეალურად დაინახოს ყველამ. ყველამ ნახოს, სად დგას ქართველი ხალხი და ქართველი ხალხი დგას მშვიდობის, ღირსების მხარეს, - განუცხადა „ქრონიკას“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, ხალხი დგას „ქართული ოცნების“ მხარეს, არა ნგრევის და არა იმ ხალხის მხარეს, რომელიც მზად არის, რომ გაყიდოს ეს ქვეყანა და ჩააბას ომში.
„ამიტომ, ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი და დღევანდელი მსვლელობა, დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ დაადასტურებს, გააგონებს ყველას, ქვეყნის შიგნით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სად არის ქართველი ხალხი, რა არის მათი არჩევანი“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.