„20 წუთამდე გრძელდებოდა სეტყვა და ქარი...“ - ძლიერი სტიქია კახეთში
1757579911
ევროინტეგრაციის გზაზე დგას საქართველო და გვინდა ღირსეული წევრები ვიყოთ, მაგრამ დღეს საქართველო სჭირდება ევროპას და არა საქართველოს ევროპა, თითის ქნევით ქართველ ხალხთან საუბარი კი არავის გასვლია, - განაცხადა ანალიტიკოსმა გიორგი ქაჯაიამ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.
მისი თქმით, პოლიტიკა და დემოკრატიის ხარისხი, რასაც დღეს მმართველი გუნდი აწარმოებს, შესაძლოა ბევრ ევროპულ სახელმწიფოში არ იყოს.
„ოთხი რაღაცის გამო გვესხმიან თავს ბრიუსელიდან. პირველად მაშინ გაცოფდნენ და დაიწყეს შანტაჟის ენით საუბარი, როდესაც არ ჩავერთეთ უკრაინის ომში. მეორე იყო ის, რომ მათ მიერ დაფინანსებულ „ენჯეო“ სექტორს ფულის წყარო გადაეკეტა, გამჭვირვალობის კანონს ვგულისხმობ, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე საერთოდ ჭკუიდან გადავიდნენ და ბოლოს დაგვიყენეს საკითხი ასე - ქვეყნის სუვერენიტეტი, მრწამსი დათმეთ, რასაც ამდენი საუკუნეა იცავს ქართველი ადამიანი, ან უვიზო მიმოსვლა არ გექნებათო.
ევროინტეგრაციის გზაზე დგას საქართველო და გვინდა ღირსეული წევრები ვიყოთ, მაგრამ დღეს საქართველო სჭირდება ევროპას და არა საქართველოს ევროპა, თითის ქნევით ქართველ ხალხთან საუბარი კი არავის გასვლია. თუ მაინც შეაჩერებენ უვიზო მიმოსვლას, ეს მმართველი გუნდის სწორი პოლიტიკის შედეგი კი არ იქნება, არამედ ქართული ოპოზიციის, რომელიც „დანოსებით“ დარბოდა ბრიუსელში“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.