ამოარჩევდნენ წარმატებულ პოლიციელს, პროკურორს, საჯარო მოხელეს და აჯილდოებდნენ, რადგან პიარისთვის ამ ადამიანების დაჯილდოებას იყენებდნენ, ეს ადამიანები არსად დავნიშნოთ - მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობაზე“

მამუკა მდინარაძე

ნაცები და ნაცების დროინდელი ადამიანები - ჩვენი ყველა განცხადება, მათ შორის, საპარლამენტო ტრიბუნიდან, როდესაც პარლამენტის წევრი და უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ამბობდა ნაცების დროინდელ და იმ დროს მომუშავე ადამიანებზე კი არა ნაცებზე ვსაუბრობთ, ნაცებზე. ანუ, თუ ადამიანი მუშაობდა იმ პერიოდში და საჯარო სამსახურში რაღაცა პოზიციას, განსაკუთრებით რიგით პოზიციას იკავებდა ეს ნაცობას არ ნიშნავს, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტის შეკითხვას „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდში საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებთან დაკავშირებით, რომლებსაც დღესაც ნაცებად მოიხსენიებენ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ პიარისთვის ჰქონდა სტრატეგია შემუშავებული, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ამოარჩევდნენ წარმატებულ პოლიციელს-რიგითს, პროკურორს, საჯარო მოხელეს და აჯილდოებდნენ.

მისივე თქმით, გამოდის რომ ის ადამიანები, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებდა საკუთარი პიარისთვის დღეს არსად აღარ უნდა დაინიშნონ თანამდებობებზე.

„მე შეგახსენებთ, რომ გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ 2012 წელს მაგალითად „ნაცმოძრაობამ“ საჯარო სექტორშიც კი პირწმინდად წააგო არჩევნები და საჯარო სექტორის უდიდესმა ნაწილმა, ალბათ მინიმუმ 70 %-მა თქვენდა გასაკვირად ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“. ახლა ნაცების დროს, რომ რაღაც თანამდებობას იკავებდა, რაღაც პოზიციას იკავებდა, იყო გმირი პოლიციელი, თავის სამშობლოს ემსახურებოდა და ეს ადამიანი რადგან მუშაობდა, თან არ აქვს მნიშვნელობა ვის აძლევდა ხმას, არ ვარჩევთ, თან დღეს ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ადამიანები, მხარდამჭერებიც კი არ იყვნენ „ნაცმოძრაობის“ და ამ ადამიანებზე თქვენ გინდათ ნაცის იარლიყი მოარგოთ არ გამოგივათ და თქვენი პიარის გამკვირვებია ჩვენიანი იყოო და საშინელია ადამიანიო, მაგ პიარს როგორ ალაგებთ „ტვ პირველი“?

მე გაძლევთ გარანტიას, რომ არცერთი ნაცი, არცერთ უწყებაში აღარ იქნება თანამდებობაზე ძალიან მალე, უკვე თითქმის გაწმენდილია. პიარისთვის სჭირდებოდათ ამოარჩევდნენ წარმატებულ პოლიციელს-რიგითს, წარმატებულ პროკურორს, საჯარო მოხელეს და აჯილდოებდნენ ხოლმე, ეს იმას ნიშნავს, რომ რადგან ასეთი პიარისთვის ამ ადამიანების დაჯილდოებას იყენებდნენ ჩვენ ეს ადამიანები არსად არ დავნიშნოთ? ეს გინდათ? და მართლაც რა პიარია, რა სტილია? ჩვენიანი იყო და საზიზღარი ადამიანიაო. ამ პიარს როგორ ალაგებს „ტვ პირველი“ უბრალოდ ვერ ვხვდები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.