ამ მდაბიო საქციელით თავისი თავი დაიმცირეს. კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმას, დიახ, ჩვენ ვლობირებთ „ნაციონალურ მოძრაობასო“ - ირაკლი კირცხალია ბაიდენის მიერ პრემიერის მიღებაზე მიწვევის გაუქმებაზე

ირაკლი კირცხალია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია ბაიდენის მიერ საქართველოს პრემიერის მიღებაზე მიწვევის გაუქმების ფაქტს გამოეხმაურა.

„ამ [მოწვევის გაუქმებით] მდაბიო საქციელით თავისი თავი დაიმცირეს. კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმას, დიახ, ჩვენ ვლობირებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ჩვენ ვერევით თქვენს ქვეყანაში წინასაარჩევნო პროცესებში, ჩვენ ვართ ამერიკა და ამის უფლება გვაქვს. ჩვენმა საზოგადოებამ გადაწყვიტოს, რა პასუხი გასცეს ამას 26 ოქტომბერს“, - აღნიშნა კირცხალიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში ქართველ ჟურნალისტებს ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა: „3 დღის წინ გამოაგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ გაუქმდა, რაც არასერიოზულია“.