„ვერ ვიჯერებ, რომ დილით შენი სიკვდილი გავიგე...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას გლოვობენ
1733999265
ამ დაძაბული დღეების პარალელურად საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდან საპატიო თავმჯდომარესთან დიალოგი და მათ შორის, სურვილი, რომ გარკვეული პოზიტიური როლი ითამაშოს ამ საკმაოდ დაპირისპირებულ პროცესში, რა თქმა უნდა, არის ძალიან კარგი, განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე, არც მათ შორის სალომე ზურაბიშვილის შენარჩუნებაზე საუბარი არ ყოფილა.
„მოლოდინი გვაქვს, რომ გაგრძელდება დიალოგი და გაგრძელდება საფრანგეთის მხრიდან პოზიტიური ჩართულობა ქართულ პოლიტიკაში. წაგებული ოპოზიცია, რა თქმა უნდა, გვახსოვს, რომ მუდმივად ითხოვს არჩევნების გადათამაშებას. ასე არ მუშაობს დემოკრატია. მილიონ 100 ათასზე მეტმა ადამიანმა აირჩია თავისი ხელისუფალი. მინიმუმ, ამ ადამიანებს უნდა სცენ პატივი. რა თქმა უნდა, არ იქნება ვადამდელი არჩევნები. ამის მოთხოვნის არანაირი ლეგიტიმური საფუძველი არ აქვთ“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.