„ამ არჩევნებში მონაწილეობის წინააღმდეგი, პირველ რიგში, არის ქართველი ხალხი“ - ლევან სანიკიძე

ლევან სანიკიძე

ევროპარლამენტარების მოწოდებას საქართველოს ოპოზიციისადმი, გამოიყენოს თვითმმართველობის არჩევნების შესაძლებლობა, შეფასებები მოჰყვა თავად ოპოზიციაში.

"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან სანიკიძის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობის წინააღმდეგი, პირველ რიგში, არის ქართველი ხალხი.

"ამ არჩევნებში მონაწილეობის წინააღმდეგი, პირველ რიგში, არის ქართველი ხალხი. ისტერიკის მომწყობი მე არ მგონია ქართველი ხალხი და ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის და ჩვენი ამომრჩევლის გვერდით. შეუძლებელია, ამ მარაზმში ვინმეს დარწმუნება პირადადაც ვეცადო, რომ ამით შესაძლებელი იქნება რაიმე შედეგის დადება", - აცხადებს ლევან სანიკიძე.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ოპოზიციას, გამოიყენოს თვითმმართველობის არჩევნების შესაძლებლობა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დღეს შესწორებებით დაამტკიცა საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში.