„დაშავებულია 9 ადამიანი...“ - რუსთავის მერია ავტობანზე მომხდარ ავარიაზე განცხადებას ავრცელებს
1754486792
ეს არჩევნები სპეციფიკური არჩევნები იყო, რომელსაც ჩვენ პირობითად რეფერენდუმი დავარქვით. ეს იყო პირდაპირ არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, ტრადიციულ ცხოვრებასა და ლგბტ პროპაგანდას შორის, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.
„ამის შემდეგ, ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკურ განვითარებაზე, ცივილიზებულ სამყაროში ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობის გაზრდაზე და ბუნებრივია ეს სამთავრობო პროგრამა, რომელიც მინიმუმ 4-წლიანი იქნება, სარგებელს მოუტანს საქართველოს საზოგადოებას“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მე-11 მოწვევის პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება. მთავრობა პარლამენტს ახალ შემადგენლობასა და პროგრამას წარუდგენს.