ამ ადამიანების გარკვეულ დაჯგუფებას, ვგულისხმობ უცხოელებს, ნამდვილად არ სურთ, რომ აქ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს და ქართველმა ხალხმა გამოხატოს ნება - ლევან ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი

ეს არის ერთგვარი ლუსტრაცია იმისა, რასაც ადრეც ვიძახდით. ამ ადამიანების გარკვეულ დაჯგუფებას - ვგულისხმობ უცხოელებს, ნამდვილად არ სურთ, რომ აქ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს და ქართველმა ხალხმა გამოხატოს ნება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ლევან ნიკოლეიშვილმა.

„სხვადასხვა მცდელობის მიუხედავად, მათ ვერ შეძლეს ხელისუფლება შეცვლილიყო და ყოფილიყო ისეთი ხელისუფლება, რომელიც მათთვის მონა-მორჩილი იქნებოდა. მათ ეს ხელისუფლება ბევრი მიზეზიდან გამომდინარე არ მოსწონთ. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ საქართველოს ომში ჩართვა ვერ მოხერხდა და მეორე ის, რომ ჩვენ ავირჩიეთ ოჯახური ღირებულებების დაცვა, ლგბტ პროპაგანდისგან დაცვა და ა.შ. მათთვის ეს გახდა ერთგვარი სერიოზული მიზეზი, რომ ეს ხელისუფლება არ მოსწონთ.

მათი მხრიდან აშკარად ხდება საარჩევნო პროცესში ჩარევა და ამით გვეუბნებიან, რომ არ აინტერესებთ როგორ არჩევნებს ჩავატარებთ, მათ უნდათ მიიღონ ის, რაც სჭირდებათ და ეს არის მონა-მორჩილი ხელისუფლება. მათ, როგორც ჩანს, ვერ გაითავისეს ვისთან აქვთ საქმე და ეს ვისთან არის ძალიან პრინციპული ხელისუფლება და საზოგადოება“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.