პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რაც უფრო მეტად ვუახლოვდებით არჩევნების თარიღს, მით მეტია ასეთი განცხადებები და ქმედებები, რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს ხდება იმისთვის, რომ როგორმე ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფი რადიკალური ოპოზიციისთვის იყოს ერთგვარი სპეკულაციის თემა მიწოდებული, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა „დღის ქრონიკაში“ აშშ-ის მხრიდან გაკეთებული განცხადებების, ასევე საქართველოს მოქალაქეების დასანქცირების საკითხზე კომენტირებისას.
„მე ეჭვი მეპარება, რომ ასეთი ქმედებებით შეიძლებოდეს ოპოზიციისთვის სიცოცხლის შეძენა, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ოპოზიციაში მიმდინარე გადაჯგუფებები ემსახურება იმას, რომ მათ ძალიან უჭირთ 5%-იანი ბარიერის გადალახვა. ამიტომ არიან ასეთი არათანმიმდევრულები“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.