რას ამბობს ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - შეეცვლება თუ არა ბრალდება დაკავებულს
1732276871
ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს გაიმართება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი კვალავ არღვევს კონსტიტუციას და არ ნიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას, ამიტომ კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის გათვალისწინებით პირველი სხდომა ჩაყტარდება 25 ნოემბერს.
„სალომე ზურაბიშვილი კვლავ არღვევს კონსტიტუციას და არ ნიშნავს სხდომას. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს პირველი სხდომა გაიმართება 25 ნოემბერს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მან პროცედურებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცესკოში გამზადებულია არჩეულ წევრთა დროებითი მანდატები, რომლებიც არჩეულმა წევრებმა უნდა აიღონ. 11 საათიდან კი დაიწყება რეგისტრაცია ახლად არჩეული დეპუტატების.
პარლამენტის პირველ სხდომას გახსნის, უხუცესი წევრი ლადო კახაძე.